пятница, 14 ноября 2008 г.

" ქართული სამოსელის ისტორია– ეს თვითონ ამ ქვეყნის ისტორია არის"

ჟან მურიე


1.პროექტის სახელი: ქართული სამოსელი.
2.პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს ცალკეულ რეგიონებში წარსულში არსებული სამოსელის შესწავლა–გაანალიზება.
3.პროექტის სრული აღწერა: საქართველოს ყველა კუთხეში არსებობდა ამ კუთხისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობა.ეს გამოხატულია ფოლკლორში,კლასიკურ ლიტერატურაში,მხატვრობაში,
მუსიკაში,ქორეოგრაფიაში,თეატრალურ ხელოვნებაში და ა.შ.
თითოეული მოსწავლე უშუალოდ იმ კუთხეს სწავლობს,რომლის წარმომადგენელიც თვითონ არის ან რომელი კუთხეც გამორჩეულად აინტერესებს.ამიტომ ჯგუფის წევრები დავალებებს ინაწილებენ საქართველოს ცალკეული კუთხეების მიხედვით.ისინი ატარებენ კვლევას საველე სამუშაოების სახით:
უშუალოდ ხვდებიან სოფლის უხუცესებს,იღებენ მათგან ინტერვიუებს,აკეთებენ ჩანახატებს,ჩანაწერებს,
ადგენენ ფოტოალბომს,აგროვებენ აუდიომასალას,მოიძიებენ შესაბამის ლიტერატურას,აკვირდებიან ტანსაცმელზე გამოსახულ ორნამენტებს,მის სიმბოლიკას(ჯვარი,მზე,მთვარე),მცენარეულ და ანიმალისტურ
გამოსახულებებს,აკავშირებენ მას წარმართობასთან,ეცნობიან სამუზეუმო ექსპონატებს–ქართულ ჩოხას და
მის აღჭურვილობას,ქალისა და მამაკაცის თავსაბურავებს,ქართულ ნაქსოვ და ტყავის ფეხსაცმელს.
საბოლოოდ ყველა მონაცემი განთავსდება ერთ საიტზე.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:13–17წ.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა ინტერნეტის
საშუალებით,კვლევა საველე სამუშაოების სახით,ინტერვიუების ჩაწერა, ფოტო და ვიდეო მასალების
მოძიება,დისკუსიები,სამუზეუმო ექსპონატების გაცნობა,ტანსაცმლის ჩვენება,თეატრალური წარმოდგენის
და პოეზიის საღამოს მოწყობა,ჩანახატების გაკეთება მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით,
ფოტოალბომის შექმნა,გამოფენის პრეზენტაციის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი,ტანსაცმლის
კატალოგის შექმნა ეთნოგრაფიული კუთხეების მიხედვით,ჩანახატები,ვიდეომასალა,ნახატების გამოფენა,
პრეზენტაცია,ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის ჩაცმულობის ტრადიციებს,აკვირდებიან
მათ ევოლუციურ საფეხურებს და სწავლობენ თუ რა უცხოური ელემენტებია დამკვიდრებული ქართულ
სამოსში და ახდენენ მიზეზის ისტორიულ ახსნას,ადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა კუთხის ჩაცმულობის
სტილს–რა არის საერთო და განმასხვავებელი,აღნიშნავენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე გეოგრაფიული
გარემოსა და კლიმატური პირობების ზეგავლენას,აკვირდებიან ქსოვილთა მრავალსახეობას,შეისწავლიან,
როგორ იქმნებოდა ქსოვილები ქართული სამოსისთვის,განარჩევენ ერთმანეთისგან ადგილობრივ და
შემოტანილ ქსოვილებს.შესაბამის ლიტერატურაში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქსოვი და
სართავი დაზგების შესახებ.კვლევა–ძიების შედეგად ისინი სწავლობენ საქართველოს ცალკეული კუთხეების ჩაცმულობის ისტორიას,ქართული ხასიათის კუთხურ ვარიანტებს,ეძიებენ ანალოგიებს და
აკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
ქართული ტრადიციების გაგება და დამახსოვრება ყველა ადამიანს სჭირდება,რათა არ დაივიწყოს
ქართული ფესვები(რამაც აქამდე მოგვიყვანა).ჩაცმულობაში მეტნაკლებად აისახება ხალხის ეკონომიური
და სულიერი ვითარება.ამ საკითხის კვლევისას მოსწავლეები დარწმუნდებიან,რომ ქართველი ხალხის
ისტორია და ყოფა–ცხოვრება იცვლებოდა,მაგრამ,მიუხედავად ამისა,ორიგინალობა და თავისებურება არ
დაუკარგავს.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია– ქართული სამოსის შესწავლისას მოსწავლეები ეცნობიან ცალკეული ეთნოგრაფიული
კუთხეების ისტორიას,მათ ეპოქალურ სახეცვლილებებს,ადამიანთა წვლილს კულტურის,ხელოვნების,
მეცნიერების და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გეოგრაფია– გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს,შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას, ლანდშაფტს,კლიმატს და მის გავლენას ამ კუთხის ხალხზე.
ქართული ლიტერატურა– სხვადასხვა საშუალებებით(ინტერნეტი,წიგნები) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა,მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა,მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.
ხელოვნება– ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა(ქსოვა,ქარგვა,კერვა,ხალხური რეწვა და სხვა).
მოსწავლეები აკვირდებიან და აანალიზებენ,როგორ არის მხატვრობასა და კინოხელოვნებაში ასახული
ქართული კუთხური სამოსელი,გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევა.
საინფორმაციო ტექნოლოგიები– ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა, ისტ–ის საშუალებების
მოხმარების დემონსტრირება,ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

თბილისის 63–ე საჯარო სკოლა–ლელა აბაშიძე, lelaaba@gmail.com, ბლოგის მისამართი–
http://63qartulisamoseli.blogspot.com/
, პროექტის ფასილიტატორის სახელი : მარინა ტარუღიშვილი.
თანაავტორი მალვინა მარგველაშვილი.
თბილისის 124-ე საჯარო სკოლა.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა : mtarugishvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx/.1eaf90d2
15. პროექტის ვებ-ვერდი/ბლოგი: http://www.samoseli.blogspot.com

4 комментария:

lela комментирует...

ძალიან საინტერესო უნდა იყოს ბავშვებისთვის წინაპრების სამოსის გაცნობა. შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ დღესასწაულებზე მისი ტარების.

მარინა ტარუღიშვილი комментирует...

ქართული სამოსლიდან ყველაზე
მეტი ორიგინალობით ხევსურული გამოირჩევა.სამოსლის ამ კომპლექსს კავკასიის მასშტაბით ანალოგი არ მოეძებნება.განსაკუთრებით საინტერესოა მისი სიმბოლიკა:ჯვარი,მზე,მთვარე.არა
მხოლოდ ხევსურულში,არამედ ყველა ქართულ სამოსში ჩანს წარმართული რწმენა–წარმოდგენების კვალი,რომელიც ქრისტიანულთან შერწყმულია.სწორედ ამიტომ არის ეს პროექტი საინტერესო,რათა
მოსწავლეებს გაუღვივდეთ ინტერესი და გამოუმუშავდეთ კვლევის უნარ–ჩვევა.

პროექტის ფასილიტატორი მარინა ტარუღიშვილი

აზა ბარბაქაძე комментирует...

zalian kargia es blogi.
saqartveloshi mit umetes ar gagichirdeba samosze ramis mofiqreba. yvela kutxestac\visi samosi aq zalian kargi iqneba am proeqtis gketeba.

მარინა ტარუღიშვილი комментирует...

დიდი მადლობა,ქალბატონო აზა გამოხმაურებისათვის,იმედია სხვებიც
დაინტერესდებიან,რადგანაც დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობისთვის
მათი წინაპრების სამოსელის და,შესაბამისად,ისტორიულ ასპექტში განხილვას.


პროექტის ფასილიტატორი
მარინა ტარუღიშვილი